იაპონიამ საქართველოს ენერგოეფექტური ავტომობილები გადასცა. გადაცემის ცერემონიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი და იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა დაესწრნენ.
იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტით 2016 წელს აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა. გრანტის მეორე ნაწილი კი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვას მოხმარდა - 2 მათგანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გადაეცემა, თითო - თითო კი ეკონომიკის სამინისტროს და ილიას უნივერსიტეტს.
მინისტრის მოადგილემ იაპონიის მთავრობასა და ხალხს მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.