უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - Palitra News

უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2023-03-01 22:05:45+04:00

უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.„სამწუხაროდ ერთი მაგარი, აქ დაბადებული ვაჟკაცი ქართველი დავკარგეთ“, - დაწერა ვანო ნადირაძემ „ფეისბუკში“.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი გიორგი ნარმანია ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული.