თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. როგორც ბრალდების მხარე განმარტავს მათ დააყენეს შუამდგომლობა დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშველობასთან დაკავშირებით, რადგან მათი თქმით აღნიშნული მტკიცებულებები კანონის დარღვევით არის წარმოდგენილი. დაცვის მხარე ეროვნებით ჩინელი ინჟინერის გამოკითხვას ითხოვს, რადგან მათი თქმით ჩვენებამ შესაძლებელია სასამართლო პროცესი სხვანაირად წარიმართოს.