რა წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში და როგორ აფასებს ანგარიშს ხელისუფლება და ოპოზიცია - Palitra News

რა წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში და როგორ აფასებს ანგარიშს ხელისუფლება და ოპოზიცია

2023-03-01 19:51:56+04:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის ტერორიზმის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წერია რომ 5-ი ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ დასჯილა. ანგარიშშივე ვკითხულობთ რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ხუთ ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე იძალადეს. ჯგუფებმა ასევე გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ბანაკი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ხელისუფლება და ოპოზიციაც აფასებს.