საქართველოში ჯაზის ფუძემდებელი და ჯაზური მუსიკის ვირტუოზი შემსრულებელი თამაზ ყურაშვილი 75 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და კოლეგები წერენ.
ყურაშვილი იყო პირველი, ვისაც ჯაზის სფეროში ვარსკვლავი გაუხსნეს. თამაზ ყურაშვილის ვარსკვლავი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 2011 წელს საზეიმოდ გაიხსნა.
თამაზ ყურაშვილი წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფესტივალებში: პოლონეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია, ჩეხეთი. იყო მრავალი ქვეყნის ჯაზის ფესტივალების ლაურეატი.
თამაზ ყურაშვილი 1987 წლიდან, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, ჯაზის ცნობილ შემსრულებლებთან, ჯონ ბერდთან და სტივენ ჯორდანთან ერთად. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ კონცერტსა და ჯაზის საღამოებში.