ოკაცეს კანიონი "საქართველოს ყველაზე სათავგადასავლო ეროვნული პარკის" ტიტულის მფლობელი გახდა. წელს, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ ყოველწლიურ კონკურსში Welcome to Georgia შვიდი დაცული ტერიტორია იყო ჩართული. გამარჯვებული კი საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა. ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარეობს და საქართველოში პირველი კლდეზე კიდული ბილიკი სწორედ მას მიუყვება.