მარნეულში "დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის" დახურვას აპროტესტებენ, სადაც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 8 მარტიდან შეწყდება. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელობისგან სკოლის დახურვის მიზეზის გაგებას მოითხოვენ და აცხდებენ რომ ამ გადაწყვეტილებით 150-ზე მეტი მოსწაცლე განათლების გარეშე რჩება. თავად რესურსცენტრის დირექტორი კი აცხადებს, რომ დახურვის მიზეზი სკოლაში არსებული ხარვეზები გახდა.