მედიაცია კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა, რომლის აქტიურად გამოყენება საქართველოში ბოლო პერიოდში დაიწყო. მედიაციის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უზრუნველყოფს ნებაყოფლობით, კონფიდენციალურ და მხარეების ინტერესებზე დაფუძვნებულ პროცედურას. ინტერსები შესაძლოა იყოს, როგორც პირადი, ფინანსური, სოციალური და ეკონომიკური. შესაბამისად, მედიაციის პროცესის თავისუფლება მის არაფორმალურ ხასიათზე მიგვანიშნებს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, მათივე სურვილის მიხედვით, შეწყვიტონ დავის განხილვა.
განსხვავებით სასამართლო პროცედურებისგან, მედიაცია ფინანსური თვალსაზრისით არ არისძვირადღირებული და დროში გახანგრძლივებული პროცესი, რაც მის ძირითადუპირატესობაზე მიგვანიშნებს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მედიაციის ინსტიტუტის განვითარება ხელს უწყობს არა მხოლოდ მხარეებს, დავა სწრაფად და ეფექურად მოაგვარონ, ასევე ეხმარება სასამართლოს უამრავი საქმისგან განმუხტვასა და შემსუბუქებაში.
რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ქვეყანაში ბიზნეს დავების მოგვარება მედიაციის გზით და რამდენად ხშირად მიმართავს კერძო სექტორი დავის გადაჭრის ალტერნატიულ საშუალებს? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი