იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8,4%-ით გაიზარდა - ასეთია საქსტატის წინასწარი მონაცემები. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.
აღსანიშნია, რომ იანვარში ქვეყანაში 6 461 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. 18,2%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და 10 მილიარდს გადააჭარბა. ამასთან, შესამჩნევია, ლარის კურსის გამყარება. წლის დასაწყისიდან დღემდე 2,8%-ით არის გამყარებული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით.
როგორია დღეს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კურსი, რა გამოწვევებია, როგორ აისახება ეს ყოველივე რიგით მოქალაქეებზე და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის დონე გაიზარდოს? - თემაზე სასაუროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" პრეზიდენტი ამირან კაპანაძე