აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი სხვადასხვა ერთობლივი პროექტების რეალიზაციის იდეას განიხილავენ, მათ შორის ტურისტულ სფეროში. სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ არძინბამ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. მან დასძინა, რომ შესაბამის მოლაპარაკებას ხელი უახლოს მომავალში მოეწერება.
„განიხლება აფხაზეთში დამზადებული სხვა პროდუქციაც. მეორე მხრივ კი, ბელარუსში დამზადებული პროდუქტები, მათ შორის რძის პროდუქტები, აფხაზეთში შემოვა“, - განაცხადა არძინბამ.