ევროპაში გაზის ფასი, ზამთრის მონაცემებით, სამჯერ არის შემცირებული და ათას კუბურ მეტრზე 515 დოლარს შეადგენს. ფასის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახდა ევროპაში ზამთრისთვის ანომალიური სითბო და გაზსაცავების მაღალი შევსებადობა.
აღსანიშნია, რომ ევროპაში გაზის საშუალო ფასი დეკემბერში 1272 დოლარი იყო, იანვარში - 712 დოლარი, ხოლო თებერვალში გაზის ფასი 583 დოლარამდე დაეცა