32-მდე გაიზარდა საბერძნეთში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავდა - 85. ღამით, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი 2 სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.საბერძნეთის მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი უკვე წაუყენეს სარკინიგზო სადგურის უფროსს.