ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი ლიონელ მესი დასახელდა, საუკეთესო მეკარე კი ემელიანო მარტინესი გახდა. ამასთან, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფიფას 2022 წლის Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებული გახდა.