მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნასთან დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ვორობიოვის მტკიცებით, დრონის სამიზნე, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულია და არავინ დაშავებულა. იქამდე კი, სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს რაიონის თავზე საჰაერო სივრცე უცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა.