ოკუპირებულ ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, 5 წლის ბავშვი კი დაჭრილია - Palitra News

ოკუპირებულ ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, 5 წლის ბავშვი კი დაჭრილია

2023-02-28 17:01:31+04:00

ოკუპირებულ ცხინვალში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომანქანაში მოკლეს. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. დაჭრილია 5 წლის ბავშვი. მილიცია მოკლულის ვინაობას არ აცხადებს. უცნობია მკვლელობის მოტივიც.