სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს რაიონის თავზე საჰაერო სივრცე უცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო დროებით დაიხურა, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მანამდე, სანკტ-პეტერბურგის მთავრობამ განაცხადა, რომ პულკოვოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება და გაგზავნა შეწყვიტა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის საჰაერო მოსკოვის დროით 13:20 საათამდე დაიხურა.