საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს. ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან.