„თიბისი კაპიტალი“ 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინს 5%-დან 6.4%-მდე აუმჯობესებს. ასევე საბაზო სცენარშია ინფლაციის ნორმალიზება დაახლოებით 3.8%-მდე. თიბისი კაპიტალი ვარაუდობს, რომ მომდევნო ერთი წელი პოზიტიური იქნება ლარის კურსისთვისაც, ხოლო წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის დაახლოებით 1 პროცენტით შემცირება კვლავ რეალისტური ჩანს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "თიბისის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია