1984 წელს Nike-მა ახალგაზრდა კალათბურთელთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც სულ ახალი მისული იყო Chicago Bulls-ში. ძალიან მალე კი მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერებოდა სპორტის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის… როგორც ჩანს, სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა სრული სიზუსტით იწინასწარმეტყველა მაიკლ ჯორდანის წარმატება.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა Nike-მა სპეციალურად ერთი სპორტსმენისთვის შექმნა ფეხსაცმლის მოდელი. თუმცა, რეალურად, ამ ქმედების უკან იდგა სტრატეგია, რომელმაც აშკარა შედეგი გამოიღო. გასულ წელსაც კი ბრენდის Jordan-ის განყოფილებამ $5-მილიარდიანი სარგებელი ნახა, 2020-ში კი ორიგინალი Air Jordan 1s 560 000 დოლარად გაიყიდა.
წელს კი, რადგანაც მაიკლ ჯორდანს 60 წელი უსრულდება, Nike-მა გადაწყვიტა, თავადაც კრეატიულად აღენიშნა და ასე შექმნა ახალი ვიდეორგოლი. ემოციურ რეკლამაში მთავარ პერსონაჟად პატარა გოგონა გვევლინება, რომელიც კალათბურთითაა მოხიბლული და ნელ-ნელა წარმატებით ეუფლება ამ სპორტს.