დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო ზომებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონში ვიზიტით მყოფმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და რიში სუნაკმა გაავრცელეს.
ლიდერების განცხადებით, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ურთიერთობას შორის მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. რიში სუნაკის განმარტებით, მხარებს შორის მიღწეული შეთანხმება გააუქმებს ირლანდიის ზღვაში, ანუ ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ნაწილს შორის ყველა სახის საზღვარს.
გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის გადაადგილება გამარტივებული წესით მოხდება.