ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 52-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს ახლადარჩეული წევრის პრიორიტეტებზე და ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმების მიმართ. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზეც.