კელი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით - ვწუხვარ, რომ ნაჩქარევად იქნა შემუშავებული, რაც ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას - Palitra News

კელი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით - ვწუხვარ, რომ ნაჩქარევად იქნა შემუშავებული, რაც ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას

2023-02-27 20:22:00+04:00

ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტამდეა გაზრდილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, ქვეყნის საგარეო ვალი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. კობა გვენეტაძის 7 წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც იმყოფებოდა, რომელმაც ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებელია რატომ გახდა საჭირო ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება.