უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ პარლამენტის წინ აქცია გამართა. ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ "რუსული კანონი" მიზანმიმართული საბოტაჟია და მისი მიღება ევროპული მომავლის დაკარგვის ტოლფასია. მოძრაობა ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად ჩტარებულ აქციას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პროტესტს ფეიქ ნარატივს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მიზეზი, რის გამოც პროტესტის მონაწილეებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭრა ვერ ექნება ამ პოლიტიკური ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებია.