სავალდებულო სამხედრო სამსახურში შესატან ცვლილებებზე ადამიანის უფლებათა დაცვის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს. თავდაცვის კოდექსის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციების წევრები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ვეღარ გათავისუფლდებიან. აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დეპუტატებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გირჩის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სამსხედრო სამსახურის გავლას მონობა უწოდა.