პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. საკითხთა შორის იყო პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას ითვალისწინებს. სამუშაოებს მუნიციპალიტეტები მიმდინარე წელს დაიწყებენ.