თურქეთი, 9 მარტს შვედეთთან და ფინეთთან ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს განაახლებს - Palitra News

თურქეთი, 9 მარტს შვედეთთან და ფინეთთან ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს განაახლებს

2023-02-27 15:46:19+04:00

თურქეთი, 9 მარტს შვედეთთან და ფინეთთან ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს განაახლებს, განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აკეთებს. თურქეთის საგარეო უწყების მეთაურის თქმით, შეხვედრა ბრიუსელში შედგება და მის ფარგლებში ქვეყნებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განხორციელების საკითხი განიხილება.