უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ყოფნის უფლება ერთი წლით გაუგრძელდათ - Palitra News

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ყოფნის უფლება ერთი წლით გაუგრძელდათ

2023-02-27 15:38:43+04:00

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ყოფნის უფლება ერთი წლით გაუგრძელდათ. კერძოდ, ამ წესის თანახმად, მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ 1 წლის განმავლობაში გაჩერდნენ. თუმცა, 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილებით უკრაინის მოქალაქეები გამონაკლისს წარმოადგენენ და მათ საქართველოში გაჩერება ვიზის გარეშე 2 წლის ვადით შეეძლებათ.