ლუდის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Heineken-ი რუსულ ბაზარს ტოვებს და აპირებს, რომ თავისი ბიზნესი ქვეყანაში 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდოს .”ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბიზნესი გადავიტანოთ სიცოცხლისუნარიან ბაზარზე. ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა“, - ნათქვამია Heineken-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში კონცერნმა რუსეთის ფედერაციაში ლუდის ექსპორტისა და საინვესტიციო პროექტების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესისი გაყიდვის შემდეგ 2023 წლის პირველ ნახევარში 300 მილიონი ევროს ზარალს ელოდება.