1. პოლონეთმა მილსადენ „დრუჟბით“ რუსული ნავთობის მიღება მთლიანად შეწყვიტა. ამის შესახებ პოლონური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ობაიტეკმა Twitter-ზე დაწერა. მისივე ცნობით, პოლონეთში რუსეთიდან ნედლი ნავთობის მხოლოდ 10% შედიოდა, რასაც სხვა წყაროების ნავთობით ჩაანაცვლებენ. მე აქვე გეტყვით, რომ თებერვალში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი მთლიანობაში 90%-ით შემცირდა.