ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 148 690 ჯარისკაცი დაკარგა - Palitra News

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 148 690 ჯარისკაცი დაკარგა

2023-02-27 12:58:23+04:00

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 148 690 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკაც გაანადგურა. უწყების ცნობით, რუსეთის ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია აღმოსავლეთში, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა 81 შეტევა მოიგერიეს.