იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავის ჩაიძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის 12 ბავშვია. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30-მდე ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა, 80 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ჩაძირვამდე ნავზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. პირველადი ცნობებით, ნავზე 200-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, მათგან 60-ზე მეტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.