დღეს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია იწყება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის ფართომასშტაბიაში შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს პირველ წერილობით ანგარიშს წარუდგენს.