უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, ამიტომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში საკმაოდ რეალისტური მიზანია. შესაბამისი განცხადება უკრიანის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანულ მედიასაშუალება Focus-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინელებს ომის შემდეგ ევროპულ, განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. როგორც ცნობილია, უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო. ამავდროულად, ევროკომისიამ ქვეყანას წარუდგინა შვიდი რეკომენდაცია, რომელიც უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციისთვის უნდა განხორციელდეს.