ოპოზიცია ხალხის ძალის მიერ შემუშავებული არცერთი კანონპროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრები, მმართველი პარტიის სახელით არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას ცდილობენ. მათივე შეფასებით, რომელიმე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყანა ევროინტეგრაციის შანსს დაკარგავს. არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გამჭირვალობაზე საუბრობს მმართველი პარტია. ამბობენ, რომ მათი ოპონენტების განცხადებები კანონპროექტების რუსული შინაარის შესახებ, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.