ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება საირმეში . პროტესტის მე-14 დღეს კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის ადმინისტრაციის შენობასთან გზა გადაკეტეს, რასაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კომპანია საირმე მინერალ ვოთერსის გაფიცული თანამშრომლები ღირსეულ ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ იქამდე, ვიდრე მათ ხმას გადაწყვეტილების მიმღები პირები არ გაიგებენ. შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ კი აღნიშნავს, რომ კომპანია გეგმავს „იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით სასამართლოს მიმართოს“. კომპანია აცხადებს, რომ გაფიცულები სხვა დასაქმებულებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.