იტალიური მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ჩაზირვის შედეგად. მაშველებმა 27 მგზავრის ცხედარი კალაბრიის სანაპიროზე იპოვეს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა. გემი, რომელსაც სავარაუდოდ, ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ლტოლვილები გადაჰყავდა, უამინდობისას კლდეებს შეეჯახა.