მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის შემდეგ უწყება ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. უწყების განმარტებით, მათ მიერ შეძენილი ნებისმიერი პროდუქტის შესყიდვა ცალკეული საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში ყველა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით ხორციელდებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული სამხედრო მებრძოლების შვილები უწყებამ გაწეული სამსახურისთვის წაახალისა. სამინისტროში ამბობენ რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება.