უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ. როგორც მედია უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 ახალწვეულ ჯარისკაცს შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების განხორციელება დაევალა. ამასთან, უწყების თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო დარტყმის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.