საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში მისმა დედამ გიული ალასანიამ მოინახულა. ალასანიამ კვლავ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილს ტემპერატურა და კუნთების ტკივილი აღენიშნება, რის გამოც ის ტკივილ გამაყუჩებლებს იღებს.