საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ფეისბუქ პოსტს ოპოზიციაში ეხმაურებიან . პაატა მანჯგალაძე სამარცხვინოს უწოდებს მმართველი გუნდის ლიდერების იმ განცხადებებს, სადაც ისინი 102 წლის წინ მოხდარ ანექსიაზე საუბრობენ, თუმცა რუსეთს არ ახსენებენ.