აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, შეერთებული შტატები „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას განიხილავს, მაგრამ მისივე თქმით, ოფიციალურ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გარდა ამისა, ბერნსის თქმით, ამერიკული მხარე ვერ ხედავს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ მტკიცებულებებს.