ვმუშაობთ, რომ სანქციები რუსეთის ატომურ სფეროზეც გავრცელდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საბოლოო ტალღა არაა”. მისი თქმით, სანქციები მომავალშიც გაგრძელდება, “რათა რუსული აგრესიის პოტენციალისგან არაფერი დარჩეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები და მთელი სახელმწიფო მუშაობს, რათა გლობალური სანქციები გავრცელდეს მათზე, ვისაც შეხება ჰქონდა რუსეთის სარაკეტო პროგრამასთან და ბირთვულ შანტაჟთან.