საირმეში „მინერალ ვოთერსის“ დასაქამებულები ისევ გაფიცულები არიან. დასაქმებულები ღირსეულ ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე პროტესტი უწყვეტი იქნება. გაფიცულთა მხარდასაჭერად საირმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს აქციაც გაიმართება, რომელსაც პროპკავშირები და მოქალაქეები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებას დასაქმებულების ხმა ისევ არ ესმის.