ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილს მუდმივად აღენიშნება ტემპერატურა და ტკივილგამაყუჩებლებს იღებს. ალასანიას ინფორმაციით, „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად დღეს მისი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი არ შეუშვეს.