უკრაინა იმედგაცრუებულია „ქართული ოცნების“ განცხადებებით - საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიაონოვის ეს განცხადება დღეს პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ქართული ოცნება ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით, გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ოპოზიციის ნაწილი უკრაინისა და საქართველოს ერთმანეთზე გადაკიდებას ცდილობენ. მმართველი პარტიის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ 24 თებერვალს კიევში იმიტომ არ ჩავიდნენ, რომ ოფიციალური მოწვევა არ მიუღიათ. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ ქართულ ოცნებას ოფიციალური კიევის მოწვევა ჰქონდა, თუმცა ჩასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, პრორუსული გავლენების გამო არ მიიღო. ანდრეი კასიანოვმა გუშინ, პრეზიდენტთან გამართულ მიღებაზე თქვა, რომ მმართველი გუნდის ცალკეული დეპუტატები რუსეთის თავდაცვის მინისტრის დაკრულზე ცეკვავენ.