ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო 28 თებერვალს ჩინეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლუკაშენკო ქვეყანაში პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით ჩადის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა იმუშაოს ბელარუსთან ორმხრივი პოლიტიკური ნდობის გასაღრმავებლად.
ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთში 2 მარტამდე დარჩება.