ომის 365 დღე - გასული წელი უკრაინისათვის რთული და გარდამტეხი აღმოჩნდა. ვნახეთ ბუჩა, მარიუპოლი, დნიპრო. ცივილიზებულმა სამყარომ პუტინის რუსეთის ომის დანაშაულები და სასტიკი ქმედებები უკრაინაში ერთხმად მრავალჯერ დაგმო, თუმცა ერთი წლის თავზე, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებს. ომის შედეგად ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დაახლოებით 14-მა მილიონმა მოქალაქემ დატოვა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.
საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას არ აპირებენ. მსოფლიომ უკრაინელების სიმამაცე და თავგანწირვა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ იხილა. 12 თვის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა უკრაინა ვერ გატეხეს.