ომის 365 დღე - უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ომის ერთი წლის თავზე, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ 12 თვის განმავლობაში ბევრ სირთულეს გაუძლო, თუმცა ქვეყანა არ დაცემულა და დამარცხებას არც მომავალში აპირებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს უნდა გაიმარჯვოს. უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის შეიარაღებული ძალების მებრძოლებსაც მიმართა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც.