აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ვერ მიაღწევს, რადგან სისასტიკე ვერასდროს შეამცირებს უკრაინელი ხალხის ნებას.
„დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს. სისასტიკე ვერასოდეს შეამცირებს თავისუფლების ნებას და უკრაინა არასოდეს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. არასდროს“, - წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.