რა ხდება ამ წუთებში ორთაჭალაში, სადაც ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა - Palitra News

რა ხდება ამ წუთებში ორთაჭალაში, სადაც ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა

2023-02-24 17:32:52+04:00

თბილისში, ორთაჭალაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი პლასტმასის გაყვანილობებს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.